English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ გიორგი მორჩილაძე
ინოვაციური პროცესების მოდელების დახასიათება და ევოლუცია

რეზიუმე

სტატიაში განხილულია ინოვაციური პროცესების მოდელების თეორიები, დახასიათებულია  პირველი თაობის ხაზოვანია და მეორე თაობის არახაზოვანი მოდელები ასევე განხილულია, როგორ იცვლებოდნენ მოდელები, ინოვაციების თეორიის ევოლუციის პროცესში.

საკვანძო სიტყვები:ინოვაცია, ინოვაციების მართვა, ინოვაციების პროცესი, ტექნოლოგიური ინოვაცია 

შესავალი

ნებისმიერ კომპანიას, რომ შეძლოს არსებობა და ბაზარზე პოზიციის შენარჩუნება გრძელვადიან პერიოდში, აუცილებლად ესაჭიროება მუდმივი სრულყოფა იმ ფასეულობის,  რომელსაც სთავაზობს მომხმარებელს. თავის მხრივ, შეთავაზებული ფასეულობის სრულყოფის პროცესი პირდაპირ არის დაკავშირებული ინოვაციასთან, რომელიც წარმოადგენს მენეჯმენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგს. ინოვაციების მართვის პროცესის ეფექტიანად განხორციელება არის საკმაოდ რთული და კომპლექსური,  ამიტომ აუცილებლად საჭიროებს, როგორც თეორიულ ისე, ემპირიულ შესწავლას.  მოცემული კვლევის მიზანი არის ინოვაციური პროცესების მოდელების შესწავლა, დახასიათება, მოდელების ევოლუციის პროცესში სტრუქტურული ცვლილებების მიზეზების ახსნა, რაც მნიშნველოვანია, ინოვაციების მართვის თეორიის განვითარებისთვის. აღნიშნული მიზნის მისაღწევად ჩვენ დავისახეთ შემდეგი ამოცანები: შეგვესწავლა ინოვაციური პროცესის პირველი თაობის ხაზოვანი მოდელები, შეგვესწავლა ინოვაციური პროცესების მეორე თაობის ხაზოვანი მოდელები, განგვეხორციელებინა ინოვაციური პროცესების მოდელების ევოლუციის სტრუქტურული ანალიზი. 

1.    ინოვაციების პირველი თაობის ხაზოვანი მოდელები

ინოვაციური პროცესების მოდელების დახასიათებამდე საჭიროა მოკლედ შევეხოთ ინოვაციების ცნებას.   

ინოვაცია ტექნიკურ პროგრესთან ერთად თავის თავში მოიაზრებს ბაზრის საჭიროების ამოცნობას, უკეთესი ხარისხის ან დამატებითი მომსახურების შეთავაზებას, პროცესების ეფექტიან ორგანიზებას, დედლაინების შეხვედრას და ხარჯების კონტროლს  [ევროპის კომისია, 1995, 2]  ამდენად ინოვაციის ცნება ხდება სულ უფრო მეტად ფართოდ გაშლილი ფენომენი და ინსტრუმენტი.  ის წარმოადგენს პასუხს უწყვეტ ტექნიკურ, ეკონომიკურ, ეკოლოგიურ, სოციალურ და პოლიტიკურ ცვლილებებზე. 

კატცის შესაბამისად “ინოვაცია შეიძლება გავიგოთ, როგორც ნებისმიერი ახალი ინსტრუმენტი ან მეთოდი“ [კატცი,2003, 2]

საჭიროა ითქვას, რომ ინოვაციის შეთანხმებული კონცეპტუალური განსაზღვრება არ არსებოს,  რაც მოცემული მოვლენის მრავალმხრივობასა და კომპლექსურობაზე მეტყველებს.

მეოცე საუკუნის 50 - იან წლებში წამყვან ეკონომისტებს მიაჩნდათ, რომ ინოვაციურ პროცესს გააჩნდა ხაზობრივი - თანმიმდევრული ხასიათი და თავის თავში  მოიცავდა სამეცნიერო აღმოჩენებს,  კვლევებს, საინჟინრო და მწარმოებლურ ქმედებებს, მარკეტინგს და საბოლოოდ, ყოველივე ამის შემდეგ ჩნდებოდა ბაზარზე ახალი პროდუქტი:  

 

დიგრამა 1. ინოვაციური პროცესების პირველი თაობის ხაზოვანი მოდელები

პირველი თაობის ხაზოვანი მოდელების შესაბამისად, პროცესი იწყება ორგანიზაციის კვლევის და განვითარების დეპარტამენტიდან (R&D) სწორედ ამიტომაც იწოდებიან  „ტექნოლოგიური ბიძგის“ ხაზობრივ მოდელებად.

თუმცა, მეოცე საუკუნის 60 – 70 წლებში ჩატარებულმა კვლევებმა ნათელჰყვეს ის, რომ „ტექნოლოგიური ბიძგთან“ ერთად დიდი გავლენა  ინოვაციების პროცესზე შეიძლება მოახდინოს ბაზარზე არსებულმა მოთხოვნამაც.  „ხაზობრივი მოდელები“-ს  მეორე თაობა წარმოდგენილია დიაგრამის სახით. (იხ. დიაგ. №2)

 

დიაგრამა № 2. ინოვაციური პროცესების მეორე თაობის ხაზოვანი მოდელები (ადაპტირებულია ნაუმენკო ე.ო).

ქრონოლოგიის სახით, რომ წარმოვადგნინოთ ხაზობრივი მოდლებთან დაკავშირებული კვლევები, მათ ექნებათ შემდეგი სახე :

ავტორი, პუბლიკაციის თარიღი

ინოვაციური პროცესი სწრფივი მოდელის შემოთავაზებული ეტაპები

Mees (1920)

წმინდა მეცნიერება,  დამუშავება, წარმოება

Holland (1928)

წმინდა სამეცნიერო კვლევა, გამოყენებითი კვლევა, გამოგონება, საწარმოო კვლევა, სტანდარტიზაცია, სერიული წრამოება

Stevens (1941)

ფუნდამენტალური კვლევა, გამოყენებითი კვლევა,ლაბორატორიული კვლევა, საპილოტე კვლევა,  წარმოება

Bichowsky (1942) 

კვლევა, პროექტირება (დამუშავება), წარმოება

Furnas (1948)

ფუნდამენტალური კვლევა, გამოყენებითი კვლევა, დამუშავება, წარმოება

Maclaurin (1949)

ფუნდამენტალური კვლევა, გამოყენებითი კვლევა, საინჟინრო დამუშავება, წარმოების ტექნოლოგიის ,დამუშავება, სერვისის დამუშავება.

Mees and Leermakers (1950)

კვლევა, დამუშავება (პროდუქციის მცირე პარტიის შექმნა, საპილოტე წარმოება, სერიული წარმოება)

Brozen (1951a)

 გამოგონება, ინოვაცია, იმიტაცია

Brozen (1951b) 

კვლევა, საინჟინრო დამუშავება, წარმოება, მომსახურება

Maclaurin (1953)

წმინდა მეცნიერება, გამოგონება, ინოვაცია, ფინანსირება, მიღება

Ruttan (1959)

 გამოგონება, ინოვაცია, ტექნოლოგიური ცვლილება

Ames (1961) 

კვლევა, გამოგონება, დამუშავება, ინოვაცია

Scherer (1965)

გამოგონება,  ინვესტიცია, განვითარება

Schmookler (1966)

კვლევა, დამუშავება, გამოგონება

Mansfield (1968)

გამოგონება, ინოვაცია, დიფუზია

Myers and Marquis (1969)

პრობლემის გადაჭრა, გადაჭრის პოვნა, გამოყენება, დიფუზია

Utterback (1974)

იდეის გენერირება, პრობლემის გადაჭრა/დამუშავება, დანერგვა და დიფუზია

ცხრილი 1. ხაზობრივი მოდელების ვარიანტები უ.ა. ალექსეევა (ჯულიეტა გაგლოშვილის ადაპტირებული ვარიანტი)

 2.    ინოვაციების მეორე თაობის არახაზოვანი მოდელები

ინოვაციური პროცესების კვლევებთან ერთად, ცხადია იქმნებოდა ახალი მოდელები, რომლის საფუძველზეც  აღიწერებოდა ინოვაციური პროცესები. ბრიტანელმა  მეცნიერმა როი როსვილმა ინოვაციების კვლევის პროცესში შეიტანა საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი, გამოყო რა დამატებითი სამი ტიპის მოდელი: გაერთიანებული მოდელი (G3),  ინტეგრირებული ბიზნეს პროცესების მოდელები  (G4) და ინტეგრირებული ბიზნეს სისტემების და ქსელების მოდელი  (G5).

მესამე თაობის რ. როსვილის მოდელს აქვს შემდეგნაირი სახე:

 

დიაგრამა № 3. ინოვაციური პროცესების მესამე  თაობის ინოვაციური პროცესების  მოდელები (ნაუმენკო ე.ო ადაპტირებული ვარიანტი).

მეოცე საუკუნის ოთხმოციანი წლების დასაწყისში შეიქმნა ინოვაციების პროცესების მეოთხე თაობის მოდელები, რომელსაც ჰქვია ” ბიზნეს - პროცესების ინტეგრირებული მოდელები”, რომლებიც წარმოადგენდნენ მნიშვნელოვნად წინ გადადგმულ ნაბიჯს. მოცემულ მოდელებში აქცენტი კეთდება ინტეგრაციაზე კვლევებისა და გამოგონებების - წარმოებასთან და უფრო მჭიდრო ურთიერთკავშირთან მომხმარებლებთან და მომწოდებლებთან.   კომპანიის სხვდასხვა განყოფილებები ინტეგრირდებიან იმისთვის, რომ შექმნან ახალი პროდუქტი, რომელიც მისცემს კომპანიას შესაძლებლობას შეამციროს სიახლეების შექმნის ვადები და ამავე დროს შეამციროს ხარჯები. ამავე დროს მნიშვნელოვანად იზრდება ჰორიზონტალურ დონეზე თანამშრომლობა სხვა კომპანიებთან ერთობლივი საწარმოების ან სტრატეგიული ალიანსების შექმნის გზით.

ქვემოთ დიაგრამა № 4. მოყვანილია მეოთხე დონის ინოვაციების ინტეგრირებული მოდელის პროცესი.

  

დიაგრამა № 4. ინოვაციების მეოთხე დონის ინტეგრირებული მოდელები (ჯ.გაგლოშვილის ადაპტირებული ვარიანტი)

მოცემული მოდელი ფოკუსირდება პროცესის ძირითად მახასიათებლებზე: მის პარალელურ და ინტეგრირებულ არსზე.

გამძაფრებული კონკურენცია კომპანიებს შორის,  მენეჯმენტს აიძულებს მუდმივად აქცენტირდეს რესურსების ეფექტიანად გამოყენებაზე და ამ კონტექსტში იზრუნოს თავის რესურსული უზრუნველყოფის ზრდაზე. ყოველივე ამან, კომპანიები მიიყვანა ერთიანი ქსელის შექმნის აუცილებლობამდე, იმისთვის რომ შეენარჩუნებინათ მოქნილობა და  მაღალი ზრდის ტემპი. ამგვარი ხედვის ჩამოყალიბებამ, კომპანიებს უბიძგა ისეთი სტრატეგიის ჩამოყალიბება, რომლის საფუძველში თავიდანვე გათვალისწინებული იქნებოდა პარტნიორობა, ერთობლივი მარკეტინგი და გადასვლა „ღია ინოვაციაზე“.

ეს ყოველივე იმას ნიშნავს, რომ შეიცვალა ხედვა ინოვაციური პროცესებთან მიმართებით. კომპანიები მივიდნენ  იქამდე, რომ ინოვაციების შექმნისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სხვდასხვა განყოფილებების მჭიდრო კოოპერაცია სიახლის შექმნის პროცესში, არამედ ამასთან ერთად შექმნა და გამყარება ქსელური ურთიერთკავშირების მომხმარებლებთან, მომწოდებლებთან, მკვლევარებთან და ლაბორატორიულ მუშაკებთან. ყოველივე ამან , მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული გამოიწვია ინოვაციური პროცესის მეხუთე დონის მოდელის შექმნა,  რომელიც მოყვანილია ქვემოთ დიაგრამაზე და ასახავს ჩვენს მიერ ზემოთ მოყვანილი დამოკიდებულებებს.

 

დიაგრამა № 5. ინოვაციური პროცესების მეხუთე დონის მოდელი (როსველი, 1994,  ადაპტირებული ვარიანტი).

მეხუთე თაობის მოდელებზე საუბრისას საკამოდ მნიშვნელოვანია, შევეხოთ ოპლენდერის მოდელსაც, რომელიც როსველის მოდელის პროტოტიპს  წარმოადგენს, კომპანიის შიდა და გარე ფაქტორების და ინსტიტუტების ურთიერთზემოქმედების კონტექსტში. მოცემული მოდელის შესაბამისად არსებობს სამმხრივი კავშირი სისტემა ”გარე გარემო”, სისტემა ”ორგანიზაცია”-ს და სისტემა ”ნოვატორ” – ს შორის, რომელიც წარმოდგენილია დიაგრამა № 6 - ზე.

 

დიაგრამა № 6. ინოვაცია, როგორც ურთიერთ ზეგავლენის პროცესი.  

როგორც მოცემული დიაგრამიდან ვხედავთ, საკმაოდ მჭიდრო ურთიერკავშირშია ერთმანეთთან სისტემა „ნოვატორი“, სისტემა „ორგანიზაცია“ და სისტემა „გარემო“ და ამავე დროს ურთიერთკავშირი მარავალმხრივია.

დასკვნა

დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ ინოვაციების  როგორც, პირველი ისე, მეორე თაობის  მოდელების მახასიათებლების გაცნობა მნიშნველოვანია შემდგომი თეორიული და ემპირიული კვლევის განვითარებისთვის, ამასთან დაეხმარება კომპანიების მენეჯერებსაც, სტრატეგიის შემუშავების პროცესშიც, რიგი ტენდენციების გათვალისწინების კონტექსტში. დასასრულს, შეგვიძლია მოვიყვანოთ ის ძირითადი განსხვავებები, რაც ხაზოვან ინოვაციური მოდელებისგან განასხვავებს არახაზოვან მოდელებს:  

  • ხაზოვან მოდელებში ინოვაციური იდეა შეილძება დაიბადოს მხოლოდ კონკრეტულ საფეხურებზე და წყაროდან გამომდინარე, ხოლო არახაზოვან მოდელებში ინოვაციური იდეა შეიძლება დაიბადოს ინოვაციის შექმნის ნებისმიერ ეტაპზე;
  • მეორე თაობის მოდელების შესაბამისად, ინოვაციების შექმნა ხდება კონკრეტული ორგანიზაციების მიერ და არა „ზოგად ტექნოლიგურ სიბრტყეში“ , პირველი თაობის მოდელებისგან განსხვავებით.
  • ინოვაციური პროცესების მეორე თაობის მოდელებში, არსებითად ხდება ინოვაციური პროცესების რეგულირება, რაც მონაწილე მხარეთა და მხარეებს შორის ურთიერთობების სიმრავლით, სირთულით და კომპლექსურობით არის გამოწვეული.
  • ინოვაციურ პროცესებში მნიშნველოვან როლს თამაშობენ როგორც პროცესის სუბიქტები, ასევე მათ შორის ურთიერთკავშირები და გარემოში მიმდინარე ცვლილებები. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. შუბლაძე გ., მღებრიშვილი ბ.,  წოწკოლაური ფ., 2008, მენეჯმენტის საფუძვლები „უნივერსალი“, , (195)    
  2. ჯ.გაგლოშვილი, 2016, ინოვაციური პროცესების კვლევა და კომპიუტერული მოდელირება, სადისერტაციო ნაშრომი, საქართველო, თბილისი, 169
  3. Abernathy W., 1985   Clark K.  Innovation:   Mapping   the   winds   of   creative destruction ,Research policy, № 14,  (pp. 3-228).  
  4. Barreto L, Kypreos S (2004) Endogenizing R&D and market experience in the “ bottom-up ” energy-systems eris model. (Pp. 629)
  5. Bessant J, Tidd J  (2007) Innovation and entrepreneurship. John Wiley, , England, (pp 604)
  6. Beer M., Nohria N.,(2000) Resolving the Tension between E and O of change , breaking the Cade of (Boston :Harward Business School Press,), (p 512).
  7. Cooper  R.G.  (1994).  New  Products:  The  Factors  that  Drive Success.  In:  International  Marketing  Review,  Vol.  11,  Iss.  1,  (pp. 60-76)
  8. Drucker P. (1954), The Practice of Management,  New York : Harper & Row, 404
  9. Dyer, R.F. and Forman, E.H. (1992) “Group decision support with the Analytic Hierarchy Process”, Decision Support ,Systems, 8, (pp. 99-124)
  10. EUROPEAN COMMISSION, Green paper of innovation, 1995, 46
  11. J.Gagloshvili, (2016), Phd Thesis “Research and computer modeling of innovative processes”, GTU, (pp. 37)
  12. Luecke, R. and Katz, R. (2003), Managing Creativity and Innovation. Harvard Business School Press, Boston. 174
  13. P. Lencioni, 2005, “Overcoming the Five Dysfunctionsof a Team: A Field Guide for Leaders, Managers, and Facilitators”, Jossey – Bas, 69 -81.
  14. Forman , E. and Selly, M.A. (2001) Decision by Objectives, World Scientific.
  15. Rothwell R. (1994) Towards the fifth-generation innovation process, International Marketing Review,  Vol. 11 No. 1, MCB University Press, pp. 7-31
  16. S. Berkun, The Myths of Innovation ,1 edition, Canada,“ O'Reilly Media”, 2007. (p. 248)
  17. M.Kharkheli, G.Morchiladze. (2015) International Journal of Management and Commerce Innovations ISSN 2348-7585 (Online) Vol. 3, Issue 1, pp: (425-428)
  18. Utterback J.,   Abernathy W.  A   dynamic   model   of   process   and   product  innovation, OMEGA, The Int. of Mgmt Sci., Vol. 3, № 6, 1975. Pergamon  Press. Printed in Great Britain – (pp. 639-656)